გიორგი კოპაძე ადიგენისა და უდეს მოსახლეობას მთის კანონის გათვალისწინებულ შეღავათებზე ესაუბრა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე დაბა ადიგენისა და სოფელ უდეს მოსახლეობას შეხვდა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივებთან მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე და მთის კანონზე ისაუბრა. “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები განახორციელა . „ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი წარმოების განვითარებაზე გააკეთა, რათა ადამიანებს შევუქმნათ ისეთი პირობები , რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას. თავისუფლება, სწრაფი განვითარება – ეს არის თითოეული ჩვენგანის მიზანი”, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები