“ყაზტრანსგაზი” ბუნებრივი აირის სუნის საგრძნობ მატებაზე მოსახლეობას მიმართავს

”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის სუნის საგრძნობ მატებასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
როგორც “ყაზტრანსგაზში“ განმარტავენ, ოდორიზაციის პროცესის განხორციელება, მომსახურება და კონტროლი ევალება შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას”.
კომპანიაში აცხადებენ,რომ , შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, იმ საქმიანობაზე, რომელსაც თავად არ აწარმოებს და რომელიც მისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას ვერ განახორციელებს.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოდორიზაციის პროცესის განხორციელება, მომსახურება და კონტროლი ევალება შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას”. აღნიშნული განსაზღვრულია გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის N101 დადგენილებით, “გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის N1–1/525 ბრძანებით და ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით. შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, იმ საქმიანობაზე, რომელსაც თავად არ აწარმოებს და რომელიც მისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას ვერ განახორციელებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია ზარებს არ პასუხობს, არ შეესაბამება სინამდვილეს. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ რეაგირების გარეშე არ ტოვებს არც ერთ ზარს და შესაბამისი სპეციალისტები ქალაქის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ოდორიზაციასთან დაკავშირებული გამოძახებების მომსახურებას. კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქალაქში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს“, -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები