აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ

დღეს, აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

გადასვენების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.

„სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 14-15 სექტემბერს (14 სექტემბერი – 19:00 საათი, 15 სექტემბერი – 12:00 საათი) გაიმართება.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15 სექტემბერს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ“, – აცხადებენ დევნილთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები