თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულ შეზღუდვის  მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

„ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების I და IV მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

 

დიდუბის რაიონი – 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის III, IV მიკრორაიონების, ბელიაშვილის, ბოხუას და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონი – 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, წრომის, ძმობის, წაღვერის, მუშათა და კისისხევის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონი – 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულებისთანავე  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები