სოფელ მერიის საცხოვრებელ კორპუსის წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც სოფელ მერიაში, („სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე) არსებული კორპუსის რეაბილიტაციასა და უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას გულისხმობდა, ადგილობრივ მაცხოვრებელთა სასმელი წყლით უზრუნველყოფაც დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მიერ სოფლების წყალმომარაგების მიზნით ჩამოყალიბებულმა კომპანიამ – შპს „სატისმა“ ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭაბურღილის მონტაჟი დაასრულა. შესრულებული სამუშაო ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და შპს „სატისის“ დირექტორმა დავით ცერცვაძემ მოინახულეს.
„მოგეხსენებათ, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში წელს მერიის თემში უსახლკაროთა მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა . საცხოვრებელი ფართით 90 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდა. თუმცა, აქ იყო მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, რომელიც ამ დროისთვის აღარ არსებობს. შევიძინეთ წყამლმომარაგებისთვის საჭირო ინვენტარი: ტუმბო, ავტომატური მართვის ყუთი, პოლიეთილენის მილი და სხვა მასალები. დღეიდან მოსახლეობას ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი წყალი მიეწოდება“- განმარტა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 17 642 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები