საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში – თათია დოლიძე ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეხვდება

ხვალ, 14 სექტემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეხვდება.
შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდების პრობლემატიკის კუთხით ცოდნის ურთიერთგაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩაყრის მიზნით იმართება.
შეგახსენებთ, რომ თათია დოლიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 18 სექტემბერს მიემგზავრება, სადაც მესამე კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდობის სახელით სიტყვით გამოვა, ასევე გამართავს გვერდით ღონისძიებას ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე ახალგაზრდების ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის როლთან დაკავშირებით.
აღნიშნული მანდატი თათია დოლიძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მიანიჭა.
პროგრამა სრულად ფინანსდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები