ბიძინა გეგიძე მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თითოეული მოქალაქის პრობლემა მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ბიძინა გეგიძის თქმით, ვაკის რაიონისთვის მწვანე საფარის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. კანდიდატმა ხალხს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ესაუბრა ქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებულ “გენერალურ გეგმაზე”, რომელზე მუშაობაც გერმანელ პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებულია. შეხვედრამ გულთბილ გარემოში ჩაიარა, მოსახლეობამ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები