გიგლა აგულაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„შავი ზღვა წყლის უნიკალური ობიექტია. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს წარმოადგენს. მისი ფართობი შეადგენს 2 მლნ კვ.კმ და ევროპის კონტინენტის თითქმის ერთ მესამედს ფარავს. ამ ბუნებრივმა მოცემულობამ შავი ზღვა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული გახადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნახევრად ჩაკეტილი ბუნების გამო, შავი ზღვა ძალიან მგრძნობიარეა ანთროპოგენული ზეგავლენის მიმართ და შესაბამისად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების დროს“, – განცხადა მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ფორუმზე სიტყვის გამოსვლის დროს.
მინისტრმა შავი ზღვის სანაპირო ზონის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ტურისტული სექტორის პოტენციალის გაზრდის შესახებ ისაუბრა.
„საქართველო არის გემებიდან დაბინძურების პრევენციის (მარპოლის) კონვენციისა და შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის (ბუქარესტის) კონვენციის მხარე ქვეყანა, რაც წარმოადგენს ერთობლივი და კოორდინირებული ქმედებების საფუძველს შავი ზღვის ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად. აქვე აღვნიშნავ, რომ 2016 წელს საქართველო თავმჯდომარეობს კონვენციის ფარგლებში შექმნილ შავი ზღვის კომისიას“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. გარემოს დაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზღვის დაბინძურების რისკებთან, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ავარიებმა, გადატვირთვამ, საბუნკერო ოპერაციებმა და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულმა საზღვაო ინციდენტებმა. ამგვარმა დაბინძურებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც ზღვის ცოცხალ სამყაროს, ასევე სანაპიროზე განთავსებულ ობიექტებს, რეკრეაციულ ადგილებსა და მეთევზეობას“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, 2015-2016 წლის სტატისტიკური მონაცემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში გემებიდან ზღვის დაბინძურების 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წლის დასაწყისიდან კი – 15. მინისტრის ინფორმაციით, ამ პერიოდში გემების დაჯარიმების საერთო თანხამ 2 მლნ. ლარამდე შეადგინა.
„გადახდილი ჯარიმებით ზღვისთვის მიყენებულ ზიანს ვერც შევამსუბუქებთ და ვერც პირვანდელ ეკოლოგიურ მდგომარეობას დავუბრუნებთ მას. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ პრევენციულ ღონისძიებებზე გავამახვილოთ ყურადღება. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში ევროგაერთიანების ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესრულებაზე. მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შესაბამის დირექტივასთან, დაგეგმილია ზღვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და ღონისძიებების პროგრამის მომზადება ზღვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით“,- განაცხადა გიგლა აგულაშილმა.
14359055_1228557567166734_8979379622398162895_n 14238239_1228557220500102_6344020250720226977_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები