გურიის გუბერნიაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გურიის გუბერნიაში გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე 2016 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს; განიხილეს გურიის რეგიონის სამოქმედო გეგმის 6 თვის მონიტორინგის შედეგები (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტების ნაწილში), სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პროცედურის საკითხი, 2017 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მდგომარეობა, გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების ნაწილში), მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული სხვა მიმდინარე საკითხები და საჭიროებები.
სამხარეო – საკონსულტაციო საბჭო იქმნება და საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” დადგენილი წესით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები