ვალერი გელაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი წინასაარჩევნო კომპანიის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის, ბრილის, ალის და ბროლოსანის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ამომრჩევლები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოფლის პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და მათი მოგვარება სთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები