საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და „ხელოსანთა ქალაქს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და „ხელოსნების ქალაქს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მსურველ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი”, ხელოსნების ქალაქში, განახორციელებს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“ კურსს – ავეჯის აწყობა კონსტრუიერების დარგში, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება. წარჩინებული სტუდენტები შემდგომში დასაქმდებიან.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა და სურს დაეუფლოს ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას.
რეგისტრაცია იწარმოებს 23 სექტემბრის ჩათვლით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვისცენტრებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
რეგისტრაციისათვის მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი ან დიპლომი).
ამ პროგრამით სახელმწიფო, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ და უშუალოდ დამსაქმებელი ორგანიზაცია – „ხელოსანთა ქალაქი“ სამუშაოს მაძიებელთათვის ქმნის დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში, რათა, გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები და იქცნენ კონკურენტუნარიან კადრებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები