განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის რეგისტრაციას ხვალ გაივლის.
განათლების მინისტრის მოადგილეობიდან მისი გადაყენებაც სწორედ რექტორის არჩევნებში მონაწილეობის გამო მოხდა. შარვაშიძე მზად არის თვითმმართველობის წევრებთან ისაუბროს.
“მე მზად ვარ ნებისმიერ მსურველს შევხვდე და გავანდო ის გეგმები, რითაც ვაპირებ რექტორის პოსტზე მისვლას, გამარჯვების შემთხვევაში. მე მსურს, რომ არჩევნების დროს იყოს მშვიდი და სტაბილური გარემო. კანდიდატების შერჩევა მოხდეს მათი პროგრამების წარდგენის შემდეგ და სურვილი მაქვს ,რომ რაც მთავარია, ჩატარდეს ობიექტურად, რაშიც ეჭვი არ მეპარება“, -განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
იგი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადების ინიციატივასაც გამოეხმაურა და პროექტს გრანდიოზული უწოდა.
“ევროპული დონის, ამერიკული დონის უნივერსიტეტის დაარსება, ეს არის ზუსტად ის პროექტი, რომელიც დაგვეხმარება მოვახერხოთ სწრაფი განვითარება და შევქმნათ ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი.
ევროპული, ამერიკული ტიპის უნივერსიტეტი გახლავთ სწორედ ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს, ქვეყნის მდგრად განვითარებას და სწრაფ განვითარებას. ის, რაც მოხდა, არის უპრეცედენტო და საქართველომ უნდა აღიდგინოს ის ადგილი განათლების კუთხით, რაც ჰქონდა რეგიონში“, – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შარვაშიძის შესაძლო კანდიდატობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე პროტესტით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები