როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, 12 – 13 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30° იქნება.
14 – 17 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 2 – 3° – ით დაიკლებს.
18 სექტემბრიდან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები