რადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება

12 სექტემბერს რადიო „აფხაზეთის ხმამ“ ახალი სეზონი განახლებული ეთერითა და პროგრამებით, ახალი და ძველი, რადიოს სახედ მიჩნეული სახეების ურთიერთშეთავსებით დაიწყო.
როგორც “კვირას” “აფხაზეთის ხმიდან” აცნობეს, მსმენელს ელოდება განახლებული ეთერი და გადაცემები, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებშიც.
“მაგალითად, კვირას, 20:00 საათზე ეთერშია Live შოუ, შაბათს კი დილის ეთერში 11-დან 14:00 საათამდე თამუნა მუსერიძისა და ნიკა ხაჩიძის დუეტი. დუეტი ეთერშია კვირა დილითაც – შაბათის მსგავსად, სამი საათის განმავლობაში სტუდიაში თქვენს განწყობაზე გიორგი ნაზღაიძე და გიორგი გაგლოევი იზრუნებენ.
პარასკევს, 18:00 საათზე ეთერში გავა „აფხაზეთის ხმის“ ჩარტი და მას გელა გნოლიძე წარმოგიდგენთ. როგორც ყოველთვის, გათვალისწინებულია რუსულენოვანი მსმენელიც – რუსული ეთერი „აფხაზეთის ხმაზე“ კვლავაც შენარჩუნდება და მას თეა წურწუმია გაუძღვება. ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ აღმასრულებელი პროდიუსერის მიხეილ დიასამიძის განცხადებით, განახლებულ ეთერში, სხვადასხვა გადაცემაში მსმენელს ელოდება მის გემოვნებაზე გათვლილი მუსიკალური ბადე, ცნობილი სახეები და მუსიკალური ბენდები: „ზემოთჩამოთვლილი გადაცემების გარდა, ეთერში გავა ქალბატონებზე გათვლილი ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, ასევე სამედიცინო გადაცემალ. აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმაზე“ აღდგება სპორტის ბლოკი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, კარგა ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო. ეს ყველაფერი არ არის: ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გადაცემებით დაამახსოვრდეს მსმენელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები