პანკისის ხეობაში დუისი-ჯოყოლოს გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის კმ15-კმ19-ზე (სოფლები დუისი და ჯოყოლო) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

არსებული გზა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რადგან ამ სოფლებში არ არსებობს ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები. განხორციელებული სამუშოების შედეგად, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტის მიხედვით, გზის ის მონაკვეთები, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 4,5 მეტრია, 6 მეტრამდე გაფართოვდება. გზის გასწვრივ ორივე მხარეს, ძირითადად დასახლებულ მონაკვეთზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. ეზოებისა და ორგანიზაციების შესასვლელები და მიერთებების გარკვეული მონაკვეთები დაიფარება ასფალტ-ბეტონის საფარით. გზის მთლიან მონაკვეთზე, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ფეხით მავალთათვის მოასფალტებული ბილიკი მოეწყობა. გზაზე მოინიშნება სავალი ნაწილი, დამონტაჟდება შუა საგზაო ნიშნები, მიმმართველი ბოძკინტები და ლითონის მრუდეხაზოვანი ძელები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 507 770 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები