რომის პაპი თბილისს სექტემბრის ბოლოს ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე თბილისს 30 სექტემბერს ეწვევა. ჩამოსვლის დღესვე პაპის პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გაიმართება.
რომის პაპი მოინახულებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, რაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოხდება. ვიზიტის დასასრულს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
პაპის ვიზიტი საქართველოში 2 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოდან რომის პაპი პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები