ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ქუთაისში უპასუხებს

ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” მორიგი გადაცემა დღეს გავა ეთერში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ქუთაისში უპასუხებს.
გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი გაუძღვებიან.
მაყურებელი გადაცემას 12.00 საათიდან, ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში ნახავს.
პროექტის პირველი გადაცემა 1 სექტემბერს აჭარიდან გავიდა ეთერში, შემდეგი – გურიიდან და სამეგრელოდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები