მუხრან ვახტანგაძე: „ქართული ოცნების“ მიზანია, უმოკლეს ვადაში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი, ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ.
დეპუტატობის კანდიდატები ამჯერად კობალაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
„ჩვენ აქტიურად ვმართავთ წინასაარჩვენო კამპანიას, მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას მმართველი გუნდის მიერ განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე რას ვგეგმავთ მომდევნო წლებში. ჩვენ მიგვაქვს ამომრჩეველთან ყველა ის გზავნილი რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ყველა ეს დაპირება უახლოეს წლებში შესრულდება“, – განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.
მუხრან ვახტანგაძემ კი ამომრჩეველთან საუბრისას აღნიშნა,რომ „ქართული ოცნების“ მიზანია უმოკლეს ვადაში განვითარდეს საქართველო.
„ქართული ოცნების“ მიზანია, უმოკლეს ვადაში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, განვითარების საფუძველი კი ძლიერი ეკონომიკაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს კონკრეტული გეგმა გააჩნია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს“, – განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ ამომრჩეველთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები