ცოტნე ზურაბიანმა სათბურები დაათვალიერა

“ქართული ოცნების” წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა გეგუთისა და პატრიგეთის თემებში სოფლის მეურნეობის სათბურები დაათვალიერა.
კანდიდატს სათბურები ტარიელ გიგიაძემ და მამია ჩხობაძემ დაათვალიერებინა. ორივე მათგანს წლიდან-წლამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოყავთ და როგორც ადგილზე ისე, საზღვრებს მიღმა ჰყიდიან.
“გიგიაძისა და ჩხობაძის ოჯახური ბიზნესი არის საუკეთესო მაგალითი შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტური გამოყენებისა. ჩვენ გპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც დაგვეხმარება სოფლის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და გასაღების ბაზრის უზრუნველყოფაში”, – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
ასევე ზურაბიანის თქმით, იგეგმება წყალტუბოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე კანდიდატი ყურადღებას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ბლოკზე გაამახვილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები