არჩილ თალაკვაძე: რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარული

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქში, ანასეულის დასახლებაში გამართა.
“ჩემო ანასეულელებო, მე არ ვაპირებ არცერთი ზედმეტი, არცერთი ყალბი სიტყვის თქმას თქვენთვის. წლების მანძილზე მთავრობაში ყოფნამ თითოეული სიტყვის აწონ-დაწონას მიმაჩვია, მაგრამ რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა ანასეულელებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა დასახლების მომავალ განვითარებაზე – განსაკუთრებული ყურადღება ეკოსისტემაზე და პარკების მოვლა-პატრონობაზე გაამახვილა.
“ანასეული სამაგალითო იყო სამეცნიერო პოტენციალით, ინოვაციებითა და სამეწარმეო ტექნოლოგიებით. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ანასეული არა მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, არამხოლოდ გზის და სახურავების შესაკეთებლად არამედ მეგა-პროექტებისთვის არის უკვე მზად“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები