ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა.
ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში: “გოცას ღვინოები”, “ალავერდის მონასტრის მარანი”, „დანიელის მეღვინეობა”, „შალაურის ღვინის მარანი”, “თელავის ღვინის მარანი”, “შუხმან ვაინს ჯორჯია”, „შუმი”, “თელედა“, „ჩვენი ღვინო”, „ხოხბის ცრემლები”, „ნიკა ბახიას მარანი”, „ჩელთი“, „თელიანი ველი”, “ლაგვინარი“, “შატო მუხრანი”, “თბილღვინო”, „ვინოტელი” და „ბაგრატიონი 1882″, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არაერთი ღვინის ტურით ეწვია საქართველოს – ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი  სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.
„ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმოებელთან ჩანს. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიოს დონის, მაღალი ხარისხის ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს.  მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში”, – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები