ზაზა გაბუნია თემქის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის მე-19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაზა გაბუნია თემქის მოსახლეობას შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა შეხვედრაზე, პრაქტიკულად ყველა თაობის ადამიანი, რომელთათვის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეთავაზებები ინფრასტრუქტურის განვითარების, დასაქმების და ყველა სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მთავარი კი არის, რომ ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ ჩემი სახით ისინი შეიძენენ მეგობარს და აირჩევენ მზრუნველ პარლამენტარს”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეხვედრას საბურთალოს მე-6 ოლქის დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი და მომღერალი რომა რცხილაძე ესწრებოდნენ, რომელთაც მოსახლეობას ზაზა გაბუნიას მხარდამჭერი სიტყვით მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები