შსს–ს აჭარის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიზანი ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა დანაყოფის თანამშრომლები, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები