რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

რუსთავში ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები