გია ვოლსკი და კახა კალაძე ჩუღურეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდნენ

„საჭიროა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი ჩვენს გარშემო“, – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ სტუდენტებს ჩუღურეთის მე-14 ოლქში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას, სადაც პირველკურსელებიც იმყოფებოდნენ, “ქართული ოცნების” ლიდერი კახა კალაძეც ესწრებოდა.
ახალგაზრდებს კახა კალაძემ და გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” პროგრამა გააცნეს. კალაძემ მოუწოდა ახალგაზრდებს, აუცილებელად გაეცნონ თითოეული პარტიის პროგრამას, რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
“მინდა მივულოცო თითოეულ თქვენგანს, გისურვოთ წარმატებები. ძალიან მნიშვნნელოვანია ჩვენთვის ახალგაზრდების როლი საქართველოს განვითარებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ახალგაზრდებს ვხვდები. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ, გვაქვს შეხვედრები ახალგაზრდებთან, ვისმენთ მათ წინადადებებს. ჩვენ არ გხვდებით აქ იმისთვის, რომ მოგიწოდოთ ხმა მისცეთ გია ვოლსკის ან “ქართულ ოცნებას”, არავითარ შემთხვევაში! ამას არც ჩვენ თავს ვაკადრებთ და არც თქვენ. ჩვენი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მოვისმინოთ თქვენი პოზიციები. გვინდა, გთხოვოთ, რომ კარგად გაეცნოთ თითოეული პარტიის პროგრამას და ასე მიიღოთ გადაწყვეტილება. მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში, მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, მეამაყება, რომ ოპოზიციური აზრის მქონე მოქალაქეებს არ დევნიან, ქვებს არ ესვრიან”, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას კახა კალაძემ.
სტუდენტებს გია ვოლსკიმაც მიმართა და წარმატებები უსურვა.
“თუ არ იქნება მომზადებული მაღალპროფესიონალური საზოგადოება, ვერ განხორციელდება ბევრი პროექტი. ამიტომ, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი ჩვენს გარშემო. ჩვენ შევეცდებით, ის პრობლემები, რომლებიც არსებობს, ვატაროთ ჩვენს ზურგზე, რათა თქვენ უფრო ლაღები იყოთ. არ ვაპირებთ მხოლოდ საარჩევნოდ გავცეთ რაიმე დაპირებები და შემდეგ გავჩერდეთ, ჩვენ ეს არ გვახასიათებს. “ქართულ ოცნებას“ ახასიათებს სტაბილურობა”, – ასე მიმართა სტუდენტებს “ქართული ოცნების” ჩუღურეთის მეთოთხმეტე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები