გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ფარის, ეცერისა და ცხუმარის თემების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარტიიდან აცნობეს, გოჩა ენუქიძემ ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.
„გასულ წლებში ჩვენ ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება შევძელით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უფრო სწრაფი განვითარება და თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი რვაწლიანი გამოცდილებით, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის განვითარების მომდევნო ეტაპზე, კიდევ უფრო აქტიური როლი ვითამაშო. „ქართული ოცნების“ მიზანი ჩვენი მოსახლეობის ღირსეული დასაქმება, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მეტი ზრუნვა, მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების უფრო სწრაფი განვითარებაა, იმ ყველაფრის სწრაფი გაგრძელება და თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანაა, რასაც გეგმაზომიერად ვახორციელებდით. კარგად ვიცი თითოეული დაპირების ფასი და ისიც, თუ რა მნიშვნელოვანია თქვენთვის, გყავდეთ საიმედო დასაყრდენი პარლამენტში“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა კანდიდატს კითხვებით მიმართეს და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები მოიწონეს.
„ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე, ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე, სწრაფად განვავითაროთ ჩვენი მხარე და ერთად შევქმნათ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა”, -აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები