სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

“დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, 6 და 7 სექტემბერს, კახეთის რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სეტყვასშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.
“დელტას” ინფორმაციით, 6 სექტემბრის 16:40 საათიდან ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასშიში ფრონტალური ღრუბლის მასა.
17:38 საათიდან 19:07 საათამდე ღრუბლის ფრონტი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონებში ეტაპობრივად გავრცელდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა – 30 მმ.
17:41 დან 19:24 საათამდე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა.
7 სექტემბრის 13:34 საათიდან დედოფლისწყაროს რაიონში შიდამასიური ღრუბელი განვითარდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ., სეტყვის მოსვლის ალბათობა კი 80 % იყო. 18:30 დან 20:09 საათამდე შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა.
19:12 საათიდან 22:07 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება განხორციელდა. გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა.
დამუშავების შედეგად, ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები