გურჯაანში საცხოვრებელი კორპუსის ჭერი და იატაკი ჩავარდა – დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

გურჯაანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის ჭერი და იატაკი ჩავარდა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს. დაზარალებულები მომხდარის მიზეზად საცხოვრებელი კორპუსის წყლის მილების გაუმართაობას ასახელებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უკვე უვარგისი და მათი სიცოცხლისთვის საშიშია.
„კორპუსის პირველი სართულის იატაკი და ჭერი ჩაინგრა. უკვე მეორე სართულიდან ჩამოიწია ჭერი და ამ ვითარებაში ჩვენი დატოვება არ შეიძლება. მოვითხოვთ დახმარებას, რომ გამგეობის წარმომადგენლებმა დახმარება გაგვიწიონ. ხომ შესაძლებელია, საყრდენი კედლები გაამაგრონ და ლითონის კონსტრუქცია აშენდეს“ ?- აცხადებს ალინა გუსაკოვა, რომელიც გურჯაანში სწორედ ამ ავარიულ კორპუსში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები