ნაძალადევის რაიონში სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში სუვოროვის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 430 გრძივ მეტრზე სანიაღვრე მილები განთავსდება.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 125 000 ლარია. სანიაღვრე ქსელის მოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება. გზის საფარის რეაბილიტაცია 2017 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
სუვოროვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.
„სუვოროვის ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევის გამგეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. ამ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 50 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აქ საერთოდ არ არსებობდა სანიღვრე სისტემა, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა,“ – განაცხადა დავით გოგიძემ.
მიმდინარე წლის განმავლობაში სანიაღვრე ქსელი მოეწყო მანჯგალაძის ქუჩაზე, გუდამაყრის I ნომერსა და გვაზაურის I და II ჩიხებში. ასევე, სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა თემქის მე-4 კვარტალში. დასრულებული პროექტების საერთო გიღებულება 241 203 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები