კახეთის რეგიონში დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

კახეთის რეგიონში 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპი დაიწყო.
პროექტის ფარგლებში აღდგება სისტემის სამელიორაციო არხის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი.
პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის დასაწყისისთვის, აღდგენილი სადრენაჟე მომსახურებით, ქალაქ გურჯაანისა და გურჟაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები