დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლების გაცნობით დაიწყო. მოგვიანებით იგი ფრანგულ-ქართულ კლინიკას „კახეთი-იონი“ ესტუმრა. ასევე, შეხვდა ბაგა-ბაღების მენეჯერებსა და ვაჩნაძიანის, კალაურის სოფლების მოსახლეობას.
„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები