ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
პრემიერის განცხადებით, ცუდია და ღირსების შემლახველია, რომ პედაგოგებს მუდმივად სტრესულ გარემოში უტარდებათ გამოცდები და ტესტირებები.
ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, როგორც იქნ,ა მიაქცია ყურადღება პროფკავშირების მიერ არაერთხელ გაპროტესტებულ პედაგოგთა ღირსების შემლახავ საატესტაციო პროცედურას.
პროფკავშირების თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ პრემიერის ეს განცხადება არ დარჩება კიდევ ერთ წინასაარჩევნო შეუსრულებელ დაპირებად და ბოლოსდაბოლოს, დადგება ის რეალობა, სადაც პედაგოგთა ღირსების შემლახავი „გამოცდა – გაშავება“ უფრო ცივილიზებული ფორმის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით შეიცვლება.
ირაკლი პეტრიაშვილი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის და მისი საარჩევნო პროგრამის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ პედაგოგებს დამამცირებელ გამოცდებს მათივე აღზრდილი და მთავრობაში მოსული ყოფილი მოსწავლეები აღარ უტარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები