გრიგოლ ლილუაშვილი: მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის

“მე გავხდები შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რათა მოხდეს მათი ერთმანეთთან დაახლოება და ყველა იმ საკითხის დროული მოგვარება, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. მე გავხდები თითოეული მათგანის ლობისტი და ერთად გადავჭრით ყველა პრობლემას, რომელიც სოფელს აქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგლობრივებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ ბზვანის ე.წ. ბაძგის უბანში გამართულ შეხვედრაზე იმ ფორმულაზე ისაუბრა, რომლითაც იგი, დეპუტატობის შემთხვევაში, ხალხთან მუშაობას გეგმავს.
„მიუხედავ იმისა, რომ სოფლის მოსახლეობის 80 % გაზიფიცირებულია, დარჩენილია ჩიხები, სადაც ადგლობრივებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, რაც დროულად უნდა მოგვარდეს და მოხდეს თითოეული ოჯახის გაზიფიცირება. სოფლების უმეტეს ნაწილს ასევე მოგვარებული აქვს გზის პრობლემაც, მაგრამ რჩება მონაკვეთები, სადაც გავლა თითქმის შეუძლებელია და ხელისუფლებიდან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვანის სოფელ ბზვანის ე.წ. ბაძგის უბანში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები