წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად 10 დღიანი ღონისძიებების ციკლი იწყება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა ბრიფინგი გამართა და მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი შეაფასა.
ზურაბიანმა 10-დღიანი ღონისძიებების ციკლი დააანონსა. მისი თქმით, ღონისძიებების მთავარი მიზანი არის წყალტუბოს, როგორც ტურისტული და ბალნეოლოგიური ცენტრის, პოტენციალის ჩვენება საზოგადოების ფართო სპექტრისთვის. ასევე, მისი წარმოჩენა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელშემწყობი გარემო.
„დღეიდან ვიწყებ ათდღიან ღონისძიებების ციკლს წყალტუბოს ტურისტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაციისთვის. მაქსიმალურად გვექნება წარმოჩენილი წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის, პოტენციალი. ჩატარდება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესთან და მეწარმეებთან შეხვედრა, ბიზნესფორუმი. თითოეულ შეხვედრაზე წარმოჩენილი იქნება წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი და საუბარი იქნება თუ რატომ არის წყალტუბო კარგი ადგილი ინვესტიციის ჩასადებად. თითოეული დღე წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.
მისივე თქმით, წყალტუბოში ასევე გაკეთდა ახალგაზრდული სივრცე – დაწესებულება მოემსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს, ჩაატაროს სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრები/ტრენინგები;
„კეთდება „ვირტუალური ტური წყალტუბოში“, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს კურორტის პოტენციალს. იწყება კამპანია წყალტუბო – „მწვანე ქალაქი“, რომლის მიზანია, ეკოლოგიური განათლების კუთხით, ხელი შეეწყოს გარემოს დაცვასა და ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ღონისძიებების ციკლი, რომელიც ათი დღის განმავლობაში ჩატარდება, წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად, მოსახლეობასთან პირველი ეტაპის შეხვედრების შემდეგ შემუშავდა“, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა და 20 სექტემბრიდან მეორე ეტაპი დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები