ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

რკ „გურიის თხილი“ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩა N 76-ის მიმდებარედ 1700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „გურიის თხილს“ სიმბოლურ ფასად გადასცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო პირობების მიხედვით, კომპანია 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია წლიურად 100 ტონა თხილის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოს ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი ფერმერი მოსავალს თავის რეგიონშივე ჩააბარებს, რაც  ტრანსპორტირების დამატებით ხარჯებს ააცილებს.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 202 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 428 მილიონ ლარს აჭარბებს და 8 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები