ელისო ბოლქვაძე ნიკა რურუას მიმართავს: „ჩემს თავს არ მოვიაზრებ „ნაციონალურ მოძრაობასთან”

“მე ჩემს თავს არ მოვიაზრებ „ნაციონალურ მოძრაობასთან”, არ ვდგავარ მის ღირებულებებთან “, – ამ სიტყვებით მიმართავს მუსიკოსი ელისო ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ნიკა რურუას და მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეორგოლში მისი კადრები აღარ გამოიყენოს.
როგორც ბოლქვაძემ განაცხადა, ის თავის თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან” არ მოიაზრებს და მოითხოვს რურუას მხარდასაჭერი ვიდეორგოლიდან მისი კადრების ამოღებას.
„ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური პარტიიდან იყრიან კენჭს მაჟორიტარად და ჩემს სახეს თავის სარეკლამო კლიპში იყენებენ, ვფიქრობ, მინიმუმ არაკორექტულია, როცა მე არ მეკითხებიან. ერთადერთი ენა ჩემი ურთიერთობის არის მუსიკისა და მშვიდობის ენა. მე ჩემს თავს არ მოვიაზრებ „ნაციონალურ მოძრაობასთან”, არ ვდგავარ მის ღირებულებებთან და არც მათი წარმომადგენელი ვარ”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იმედში” სატელეფონო ჩართვისას.
თავად ნიკა რურუა ამ ფაქტში ცუდს ვერაფერს ხედავს, მაგრამ თანახმაა, მუსიკოსის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები