იოსებ მაკრახიძემ და გიორგი თოთლაძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვა გააცნეს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ორთაშენის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „კვირას“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, ასევე ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.
„ორთაშენის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი. აუცილებლად მიმაჩნია მოსახლეობის ჩართვა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, რათა კიდევ უფრო სწორად მოხდეს ქალაქის საბიუჯეტო თანხების განკარგვა. მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობით, გახდეს მეტად ინფორმირებული სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების საკითხში, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და ჩართულობის კოეფიციენტი გაზარდოს.
დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურზე დგას. ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიული ქვეყნის შენება , მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისას.მე მჯერა, ჩემი გორელები 8 ოქტომბერს სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებს დაუჭერენ მხარს. ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველის“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, იოსებ მაკრახიძემ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კოდას აბანოსა და საციხურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები