დიდუბის გამგეობაში თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალურ გეგმაზე მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია დღეს, დიდუბის რაიონის გამგეობაში გაიმართა, რომელიც რაიონის მოსახლეობას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში მერაბ ბოლქვაძე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისგანახლებასთან დაკავშირებული სამუშაოს დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას დიდუბის რაიონში განსახორციელებელი პროექტები დეტალურად გააცნო.
მისივე თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული, რომ თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობას შეხვდებოდა, გააცნობდა პროექტის მიმდინარეობას, მოისმენდა მათ მოსაზრებებს და იმ რაიონის პრობლემებს რათა შემდეგ ეს ყველაფერი აისახოს გენერალურ გეგმაში.
მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ მათი პროექტი წარმატებული იმ შემთხვევაში იქნება, თუ დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან, რადგან, “დოკუმენტში უნდა აისახოს ცხოვრების უკეთესი პირობები”,- აცხადებს ბოლქვაძე.
ამ თვალსაზრისით “სითი ინსტიტუტი საქართველო” საჭიროდ მიიჩნევს, პროექტზე მუშაობის შესახებ ანგარიში პერიოდულად წარუდგინონ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონების მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები