ბიზნესდაჯილდოება 2016-ის ფინალისტები ცნობილია

დამოუკიდებელმა კომისიამ „ბიზნესდაჯილდოება-2016-ის’’ ფინალისტები გამოავლინა. 523 კომპანიიდან, რომლებმაც დაჯილდოებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები შეიტანეს, 5 ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩა.
ნომინაციაში “წლის ინოვაციური ბიზნესი” ფინალისტები არიან:
“რობოსითი”
Sadili.ge
“ბიოქიმფარმი”
ნომინაციაში” წლის აგრობიზნესი” ფინალისტები არიან:
სოფლიდან
“ბიპისი”
“დაბი”
ნომინაციაში “წლის ტურისტული ბიზნესი” ფინალისტები არიან:
“ბარბარესთან”
Rafting.ge
ბანაკი “ზეთა”
ნომინაციაში “წლის ქართული ბიზნესი” ფინალისტები არიან:
“ბადაგი”
“კინგსი საქართველო”
“MORE is LOVE”
ნომინაციაში “წლის მცირე ბიზნესი” ფინალისტები არიან:
“WHITE Studio”
“ფოტორატორი”
“ლიმესი”
მეექვსე ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ 230 კომპანია დარეგისტრირდა. მათი სრული სია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე www.businessaward.ge, სადაც ოქტომბრიდან ხმის მიცემის პროცესი დაიწყება. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით ,მხარი დაუჭიროს თავის რჩეულს. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულები ნოემბერში გამოვლინდება.
„ბიზნესდაჯილდოება 2016“ “თი ბი სი” ბანკისა და “ჯეოსელის” ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ბიზნესმენების წახალისებას, რათა მათ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები. გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები