„სპექტრსა“ და „ხელოსანთა ქალაქს“ შორის, თანამშრომლობის ფარგლებში, უფასო სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის – „Worknet“ ორგანიზებით, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრისა“ და ორგანიზაციის „მშენებლების ქალაქი“ ბაზაზე ხორციელდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უფასო სახელმწიფო პროგრამა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და ორგანიზაციაში „ხელოსანთა ქალაქი“ „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“ უფასო სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. სამუშაოს მაძიებლები მოკლევადიან კურსს გაივლიან, კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა. მეცადინეობა „ხელოსანთა ქალაქის“ ბაზაზე ჩატარდება.
დაინტერესებული მოქალაქეები პროგრამა „დურგალში“ (ავეჯის დამამზადებელი) მომზადდებიან ან გადამზადდებიან. ეს პროგრამა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგად შეირჩა.
პროექტში რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვისცენტრებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, 9 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა და მოთხოვნადი პროფესიებიდან ერთ-ერთის შესწავლა სურს.
რეგისტრანტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიაროს შესაბამისი პროცედურა პროგრამაში ჩასართავად.
აღნიშნული პროგრამით სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებელი და უშუალოდ დამსაქმებელი ორგანიზაცია „ხელოსანთა ქალაქი“ სამუშაოს მაძიებელთათვის ქმნის დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში, გაზარდონ საკუთარი დასაქმების შესაძლებლობები და გახდნენ კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრები.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები