ნაძალადევის რაიონში, დაისის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, დაისის ქუჩაზე და დაისის I და II შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.  4376 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებს, ნაძალადევის რაიონის დაკვეთით, შპს „სამშენებლო ლაბორატორია“ ახორციელებს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 267241 ლარია. დაისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 50 წელზე მეტია არ ჩატარებულა.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.
„დაისის ქუჩის რეაბილიტაცია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ადგილობრივებს დაზიანებული გზა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უქმნიდა პრობლემას. სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას კეთილმოწყობილ ქუჩაზე ცხოვრების საშუალება მიეცემა,“ – განაცხადა დავით გოგიძემ.
ამ ეტაპზე, ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ხუთ ქუჩაზე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ რამდენიმე ქუჩას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები