გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ე.წ ახალი უბნის დასახლებაში, ილია თესბიტელის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამომრჩეველს შეხვდა.
,,ერთიანი, ძლიერი საქართველო ერთად შევქმნათ, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას“,- ამ სიტყვებით მიმართა გედევან ფოფხაძემ ილია თესბიტელის ტაძართან შეკრებილ მოსახლეობას.
მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს, დააფინანსოს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და შესაბამისად ის სოციალური პროექტები, რაც მოსახლეობისთვის ძალზედ საჭიროა.
,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის იყოს უკეთესი, ვიდრე არის დღეს. შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებით ბორჯომი სრულყოფილად შეასრულებს საკურორტო ფუნქციას,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები