თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზიირს და სამგორის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე: მეტეხის აღმართის , წინანდლის, რუისის და ჩეხოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, კარტოზიას და ანტონოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, ბელიაშვილის, მიქელაძის ქუჩების და დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები