ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით დაბა ლაითურში 5 200 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია დაბა ლაითურის წყალსადენის ქსელის მოწყობა.
პროექტის პერზენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა – თენგიზ გოგოტიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ წარუდგინეს.
„პროექტის დამფინანსებელია ევროპის საინვესტიციო ბანკი. მშენებლობის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს, რომლის დასრულების შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი სასმელი წყლით 3 400 აბონენტი მომარაგდება,“ – განმარტა მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა – თენგიზ გოგოტიშვილმა.
„დღეს შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად გავიარეთ პროექტის დეტალები. პროექტი უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე დარჩენილია გარკვეული პროცედურები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისგან იმ სახნავ-სათესი ნაკვეთების შესყიდვას უკავშირდება, რომელზეც ლაითურის ცენტრალურმა მილსადენმა უნდა გაიაროს. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი. გამარჯვებულ კომპანიასთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რათა მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორცილებასაც მომავალი წლის იანვრიდან დავიწყებთ,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
14199679_10153958567274779_7147123791844536372_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები