Euronews: GEM Fest – საქართველოს ჰედონისტური სამკაული

ანაკლიაში გამართულ GEM Fest-ის შესახებ სიუჟეტი მოამზადა Euronews-მა
GEM Fest, ანუ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარე პროექტი იმართება საქართველოს შავიზღვისპირეთში, კურორტ ანაკლიაში, და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
თანამედროვე მუსიკის უახლესი მიმდინარეობების მოსასმენად შეკრებილი 30 000 დამსწრე, როგორც ჩანს, კმაყოფილია: „შეხედე, რამდენი ადამიანი მოვიდა! შეხედე! შეხედე, როგორ ხალისობენ! მუსიკის მეტი ხომ არაფერს ითხოვენ! მხოლოდ მუსიკა მოასმენინე! ნახე, როგორ აცეკვდნენ“, – ისმის ერთ-ერთი მათგანის ემოციური შეფასება.
მისი ერთ-ერთი თანამოაზრე კი შემსრულებელთა სიამ მოხიბლა: „სია რომ წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ამას ვერ გამოვტოვებდი. დიჯეების სრულიად გიჟური ნაკრებია!“
GEM Fest-ის მთავარი ვარსკვლავი გრემის პრემიის მფლობელი პოლ ვან დაიკია, რომელსაც ზურგს უმაგრებენ ელექტრონული მუსიკის ისეთი აღიარებული შემსრულებლები, როგორიცაა პოლ კალკბრენერი, ფედე ლე გრანი და გას-გასი.
ამ ჰედონისტურ-ელექტრონული თავყრილობის ორგანიზებას ხელმძღვანელობს გიორგი სიგუა: „მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ელექტრონული მუსიკის ქართული ბრენდის შექმნა, რომელიც, ამავე დროს, კულტურული და ფუნქციონალური მრავალფეროვნებითაც უნდა გამოირჩეოდეს. მუსიკის სხვადასხვა სტილი, მრავალფეროვანი ღონისძიებები, განსხვავებული სტილების ნაზავი – და ეს ყველაფერი თავმოყრილია ერთ ადგილას, საქართველოს უკიდურეს განაპირა სოფელში“.
ფესტივალზე გამოსასვლელად დიჯეები ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ლამინე (საფრანგეთი) ერთ-ერთი მათგანია: „აუდიტორია აქ ძალიან დადებითად რეაგირებს მუსიკაზე, რაც მიბიძგებს, გაუჩერებლად შევთავაზო მათ მუსიკა“.
ფესტივალზე დასწრების სურვილს ვერ ზოგიერთი მსმენელის ტრავმა აღუდგა წინ: „ძალიან მაგრად ვერთობი. აი, ასეთი ფესტივალები გვჭირდება საქართველოში. იცით, ხელი მაქვს მოტეხილი, მაგრამ მერე რა! ატმოსფერო აქ საორცარია. დიჯეები მართლაც მაგრები არიან. ასე რომ, ძალიანაც ვერთობი“.
მეგობრობის სულისკვეთების ნიშნად, ფესტივალის ორგანიზატორებმა აფხაზებისთვის უფასო დასწრება დააწესეს. გარდა ამისა, ფესტივალს ესწრებოდნენ ირანელებიც, რომლებმაც მთელი ღამე გაატარეს სომხებსა და აზერბაიჯანელებთან ერთად ცეკვაში.
Euronews-ის კორესპონდენტი სებასტიან ზაამიც მიწვეული იყო ამ ღონისძიებაზე: „ორგანიზატორები დიდ იმედებს ამყარებენ GEM Fest-ზე, რომელსაც ისინი იბიცას კონკურენტად მიიჩნევენ. ამ ფესტივალის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ის უზრუნველყოფს სივრცეს გართობისთვის მსოფლიოს კუთხეში,ს ადაც ასეთი ღონისძიებები იშვიათობაა“.
ვიდეო
GEM Fest, ანუ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იმართება საქართველოს შავიზღვისპირეთში, კურორტ ანაკლიაში.
თანამედროვე მუსიკის უახლესი მიმდინარეობების მოსასმენად აქ შეიკრიბა 30 000 ადამიანი.
„შეხედე, რამდენი ადამიანი მოვიდა! შეხედე! შეხედე, როგორ ხალისობენ! მუსიკის მეტი ხომ არაფერს ითხოვენ! მხოლოდ მუსიკა მოასმენინე! ნახე, როგორ აცეკვდნენ“.
„სია რომ წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ ამას ვერ გამოვტოვებდი. დიჯეების სრულიად გიჟური ნაკრებია!“
GEM Fest-ის მთავარი ვარსკვლავი გრემის პრემიის მფლობელი პოლ ვან დაიკია, რომელსაც ზურგს უმაგრებენ ელექტრონული მუსიკის ისეთი აღიარებული შემსრულებლები, როგორიცაა პოლ კალკბრენერი, ფედე ლე გრანი და გას-გასი.
ამ ჰედონისტურ-ელექტრონული თავყრილობის ორგანიზებას ხელმძღვანელობს გიორგი სიგუა: „მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ელექტრონული მუსიკის ქართული ბრენდის შექმნა, რომელიც, ამავე დროს, კულტურული და ფუნქციონალური მრავალფეროვნებითაც უნდა გამოირჩეოდეს. მუსიკის სხვადასხვა სტილი, მრავალფეროვანი ღონისძიებები, განსხვავებული სტილების ნაზავი – და ეს ყველაფერი თავმოყრილია ერთ ადგილას, საქართველოს უკიდურეს განაპირა სოფელში“.
ფესტივალზე გამოსასვლელად დიჯეები ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ლამინე (საფრანგეთი) ერთ-ერთი მათგანია: „აუდიტორია აქ ძალიან დადებითად რეაგირებს მუსიკაზე, რაც მიბიძგებს, გაუჩერებლად შევთავაზო მათ მუსიკა“.
„ძალიან მაგრად ვერთობი. აი, ასეთი ფესტივალები გვჭირდება საქართველოში. იცით, ხელი მაქვს მოტეხილი, მაგრამ მერე რა! ატმოსფერო აქ საოცარია. დიჯეები მართლაც მაგრები არიან. ასე რომ, ძალიანაც ვერთობი“.
ფესტივალი ტარდება აფხაზეთის (საქართველოს სეპარატისტული რეგიონი) საზღვარზე, რომელმაც გაიმარჯვა 1992-1993 წწ. სეპარატისტულ ომში და ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1999 წელს.
მეგობრობის სულისკვეთების ნიშნად, ფესტივალის ორგანიზატორებმა აფხაზებისთვის უფასო დასწრება დააწესეს. გარდა ამისა, ფესტივალს ესწრებოდნენ ირანელებიც, რომლებმაც მთელი ღამე გაატარეს სომხებსა და აზერბაიჯანელებთან ერთად ცეკვაში.
Euronews-ის კორესპონდენტი სებასტიან ზაამიც მიწვეული იყო ამ ღონისძიებაზე: „ორგანიზატორები დიდ იმედებს ამყარებენ GEM Fest-ზე, რომელსაც ისინი იბიცას კონკურენტად მიიჩნევენ. ამ ფესტივალის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ის უზრუნველყოფს სივრცეს გართობისთვის მსოფლიოს კუთხეში, სადაც ასეთი ღონისძიებები იშვიათობაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები