საკრებულოს დელეგაცია გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით პოლონეთში გაემგზავრა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია  საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობითა და წარმომადგენლობითი ორგანოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის ლევან დარახველიძის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის, ასევე   საკრებულოს წევრების – დავით უთმელიძისა და იოსებ მანჯავიძის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.
საკრებულოს ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობას  26-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ, რომელიც ქალაქ კრინიცაში 6-8 სექტემბერს გაიმართება, ხოლო  9 სექტემბერს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები  ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრებიან, სადაც 9-11 სექტემბერს ოფიციალურ შეხვედრებს ქალაქის საბჭოში  გამართავენ.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ეს არის უკვე 26-ე ფორუმი, რომელსაც  არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  წარმომადგენლობითი, მუნიციპალური და სამთავრობო დელეგაციები  ესწრებიან.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მსგავსი შეხვედრები  სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებისა და რაიონების განვითარების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების წარმართვისათვის უნიკალური შესაძლებლობაა.
26-ე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც  ცენტრალურ ევროპაში თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა, 25 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების, მთავრობის წევრებისა და  ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღები პირების შეხვედრის ადგილი იყო.
ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეები მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ და  მისი პროგრამა დებატებით, თემატური ბლოკებით და ანგარიშებით იქნება დატვირთული.
ფორუმის ფარგლებში 6 პლენარული სესია,  180-ზე მეტი საჯარო დისკუსია და სემინარი გაიმართება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში 12 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები