ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა

ძლიერიმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. მეწყრული პროცესების განვითარების გამო სარფი-ბათუმის ცენტრალური გზა ერთი საათით ჩაკეტილი იყო. წვიმის შედეგად ახალსოფელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო დაიტბორა, დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მიწის მასის ჩამოწოლის გამო ერთი ოჯახი ევაკუირებულია. სამაშველო სამსახური დატბორილი ეზოებისა და სარდაფების ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სტიქიის  შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად 60 მაშველი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები