გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომის 5-ე და 25-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.
გედევან ფოფხაძემ მათ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ უპირველესი მონაპოვარია სიტყვისა და ნების გამოხატვის თავისუფლება, ამნისტია, რის საფუძველზეც უამრავი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.
„დღეს საზოგადოებაში აღარ არსებობს შიში და უსამართლობის განცდა, ადამიანებს შეუძლიათ ცივილიზებულად გამოთქვან განსხვავებული აზრი“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა ბორჯომის პოტენციალზე.
„ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხდა ბუნებრივი რესურსის გადასახადის ზრდა, რითაც ბორჯომის ბიუჯეტი თითქმის ხუთი მილიონით გაიზარდა. ხუთი მილიონი არის ის თანხა, რითაც ბორჯომში ბევრი სოციალური პროექტი განხორციელდა და კვლავაც განხორციელდება, ვითარდება ტურიზმი, ახალი სასტუმროები ბორჯომს თავისი განვითარების კალაპოტში აბრუნებს. დღეს ,ქართული ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, რისი უპირობო გარანტიც ქვეყნის მეთაური გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც ბორჯომთან მიმართებაში საკმაოდ რეალური, პერსპექტიული გეგმები გააჩნია“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს» ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ შეხვედრები გამართა ადიგენის რაიონის სოფლების- აბასთუმნის, ქიქინეთის, წახნის , საღრძის , ხარჯამისა და ვარხნის მოსახლეობასთან.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე, C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები