ღვინის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ღვინის აღმართზე გადაადგილება შეიზღუდება.
“დღეიდან, მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები