გრიგოლ ლილუაშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობის ყოფითი პრობლემები გაუმჯობესდეს

„მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და სოფელში პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“. ეს განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მშვიდობისა და რუსთაველის ქუჩის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, გრიგოლ ლილუაშვილმა ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ მოსახლეობაზეა ორიენტირებული.
„ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე შემუშავებულმა და განხორციელებულმა პროექტებმა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესა. ბევრ სოფელსა და ქალაქში მოწესრიგდა გზის, წყლისა და გაზიფიცირების საკითხები, გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები, თუმცა ეს ყველაფერი არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობის ყოფითი პრობლემები გაუმჯობესდეს და არსებული პრობლემები ქალაქსა და სოფელში მინიმუმამდე შევამციროთ“–განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთაველისა და მშვიდობის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები